Mirror: შეთანხმება მიღწეულია - კოუტინიო იანვარში
Aa
Aa

Mirror: შეთანხმება მიღწეულია - კოუტინიო იანვარში "ბარსელონაში" გადავა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror-ი ესპანურ Sport-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კოუტინიო იანვრის დასაწყისში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.

ამ ინფორმაციას მადრიდული AS-ი და ამერიკული Bleacher Report-იც ადასტურებს.

"ბარსა" "მერსისაიდელთა" მოთხოვნას დათანხმდა და ბრაზილიელის სანაცვლოდ 133 მილიონ ფუნტს გადაიხდის. საუბარია დაახლოებით 150 მილიონ ევროზე.

კოუტინიო "ბარსელონასთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ზაფხულშიც მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც დაიწერა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდებოდა.

ასევე, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოუტინიოს აგენტი ბარსელონაში იმყოფება და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს.

როგორც ჩანს, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ხანგრძლივი სატრანსფერო საგა სრულდება და ფელიპე კოუტინიო ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები