სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "ტორეირას ურუგვაის ნაკრებში სიამოვნებით მივიღებთ"

ურუგვაელმა ვარსკვლავმა - ლუის სუარესმა, ახალგაზრდა თანამემამულე - ლუკას ტორეირას შესახებ ისაუბრა.

სუარესმა ტორეირა შეაქო და აღნიშნა, რომ მას ურუგვაის ნაკრებში სიამოვნებით იხილავდა.

„ერთხელ „სამპდორიას“ ვეთამაშებოდით. ჩემი ყურადღება კი ახალგაზრდა ბიჭმა მიიქცია, რომელიც მოედნის ცენტრში ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებდა.

თამაშის დასრულებისთანავე გავარკვიე, რომ ის ურუგვაელი იყო, შემდეგ კი მისთვის თვალის დევნება, სერია A-ში გავაგრძელე.

სიმართლე გითხრათ, მან ნამდვილად გამაკვირვა - სერიოზული პროგრესი განიცადა და ახლა ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.

რა თქმა უნდა, მისი ნაკრებში გამოძახება, ოსკარ ტაბარესის პრეროგატივაა. ჩემის მხრივ შემიძლია ის ვთქვა, რომ ტორეირას ნაკრებში სიამოვნებით მივიღებდით“.

ლუკას ტორეირა 21 წლისაა და „სამპდორიას“ ძირითადის სტაბილური და ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.

მასზე ევროპული გრანდები უკვე ნადირობენ. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობით, ტორეირას შეძენა მადრიდის „ატლეტიკოს“ უნდა და საამისოდ 40 მილიონ ევროს ამზადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები