„პარი სენ ჟერმენი“ ბუსკეტსის დამატებას გეგმავს
Aa
Aa

„პარი სენ ჟერმენი“ ბუსკეტსის დამატებას გეგმავს

როგორც ცნობილია, საფრანგეთის ჩემპიონები ტიაგო მოტას შემცვლელს ეძებენ. ამ ეტაპზე, „პარი სენ ჟერმენის“ მიზანია, რომ იტალიელს გუნდიდან წასვლა აგვისტოს ბოლომდე გადააწევინონ, რათა შემცვლელი მის გაშვებამდე მოვიდეს გუნდში.

მოტას შემცვლელად კი დედაქალაქელები სერხიო ბუსკეტს მიიჩნევენ. ნასერ ელ-ჰელაიფს გადაწყვეტილი აქვს, ესპანელი ნახევარმცველი ნებისმიერი გზით იყიდოს და მასში ყველანაირი თანხა გადაიხადოს, რადგან ცენტრალური ნახევარმცველის გარეშე არ დარჩეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" ფინანსურად გამართული კლუბია, არ არის გამორიცხული, რომ კატალონიელები სარფიანი წინადადების შემთხვევაში სერხიო ბუსკეტს შეელიიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები