Aa
Aa

"რა მოხდებოდა დღეს, რომ მეთამაშა?" რივალდომ მესისა და რონალდუზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ, მესისა და რონალდუს შესახებ ისაუბრა და ოქროს ბურთისთვის ბრძოლაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მესისთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი. ეს საოცარი იქნებოდა. ლეოს მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია და ის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა.

რონალდუ? პორტუგალიელი "რეალის" ყველაზე სახიფათო მოთამაშეა. როგორც მესის, ასევე მისი შეჩერებაც ძალიან ძნელია. წელს ოქროს ბურთი კრიშტიანომ მოიგო და ესეიგი ის ამას იმსახურებდა.

ჩემს დროს ყველაფერი სხვანაირად იყო. ოქროს ბურთზე პრეტენზიას ბევრი მოთამაშე აცხადებდა - ფიგუ, ტოტი, დელ პიერო. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. რა მოხდებოდა დღეს, რომ მეთამაშა? გეტყვით, რომ მესისა და რონალდუს კონკურენციას გავუწევდი, რადგან ჩემს დროს ფეხბურთის თამაში გაცილებით რთული იყო".

შეგახსენებთ, რომ რივალდო ოქროს ბურთის მფლობელი 1999 წელს გახდა. ნომინანტთა ხუთეული კი ასე გამოიყურებოდა: 1) რივალდო. 2) დევიდ ბექჰემი. 3) ანდრეი შევჩენკო. 4) გაბრიელ ბატისტუტა. 5) ლუიშ ფიგუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები