მადრიდის „რეალი“ ვილიამ კარვალიოთი დაინტერესდა
Aa
Aa

მადრიდის „რეალი“ ვილიამ კარვალიოთი დაინტერესდა

„Metro“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალი" ლისაბონის "სპორტინგის" ნიჭიერი საყრდენით, ვილიამ კარვალიოთი დაინტერესდა.

კარვალიო 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მაგრამ სერიოზული ტრავმის გამო კიდევ სამ თვეს გამოტოვებს. მიუხედავად ამისა, "სამეფო კლუბი" მზად არის დაიმატოს ვილიამი თუ ლუკას სილვა მართლაც დატოვებს სანტიაგო ბერნაბეუს.

მსგავსი სიახლეები