ობამეიანგმა
Aa
Aa

ობამეიანგმა "დორტმუნდთან" გაახანგრძლივა

ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, „დორტმუნდთან“ კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.

გაბონელ ფორვარდს, აქამდე არსებული ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურებოდა, ხოლო ახალი კონტრაქტის თანახმად, იგი „სიგნალ იდუნა პარკზე“, 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა და „დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხაილ ცორკმა დაადასტურეს.

ობამეიანგი, „დორტმუნდში“ 2013 წელს ფრანგული „სენტ ეტიენიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები