რონალდუმ შესაძლოა
Aa
Aa

რონალდუმ შესაძლოა "ელ კლასიკო" გამოტოვოს!

ესპანურმა პრესამ დღეს მადრიდის "რეალის" ქომაგებისთვის ძალიან არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

არსებობს იმის ალბათობა, რომ კრიშტიანო რონალდუმ "ბარსელონასთან" გასამართი "ელ კლასიკო" გამოტოვოს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "გრემიოსთან" მატჩის დროს მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა შეხვედრა მაინც ბოლოდე ჩაატარა.

ფინალის შემდეგ, კრიშტიანომ განაცხადა რომ ფეხში დისკომფორტს გრძნობდა.

ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რონალდუ კლასიკოს დააკლდეს, რადგან მატჩამდე 5 დღე რჩება და მადრიდელთა მედშტაბი პორტუგალიელის მწყობრში ჩასადგომად ყველაფერს გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები