ვალვერდემ
Aa
Aa

ვალვერდემ "ელ კლასიკოზე" ისაუბრა: "ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ"

 ლა ლიგის მე-16 ტურში “დეპორტივოს“ დამარცხების შემდეგ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა.

„კარგი მატჩი ჩავატარეთ. კლასიკოს წინ ასეთი გამარჯვება აუცილებელი იყო, რადგან ეს ბიჭებს თავდაჯერებას შემატებს. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი მოთამაშე დავკარგეთ. იმედი მაქვს, პაკო იანვრისთვის კარგ ფორმაში დაგვიბრუნდება.

რაც შეეხება „სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ შეხვედრას, ყოველთვის კარგია როცა ცხრილში შენს ქვემოთ მყოფ გუნდს ეთამაშები, ეს ნიშნავს რომ უკეთეს სიტუაციაში ვართ. რა თქმა უნდა, „რეალი“ ძლიერი გუნდია და მათ მოედანზე გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იქნება. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და მოედანზე სწორად ვიმოქმედოთ. „ბარსელონა“ გამარჯვების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ 23 დეკემბერს „სანტიაგო ბერნბეუზე“ გაიმართება. მატჩი უცნაურ დროს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები