მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "ჩვენ „რეალის“ დამარცხება შეგვიძლია'..."წინ ბრწყინვალე მატჩები გველის"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თინეიჯერი ვარსკვლავი - კილიან მბაპე, მადრიდის „რეალთან“ მომავალ დაპირისპირებებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, „პსჟ“-ს, „სამეფო კლუბის“ დამარცხება შეუძლია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ „რეალის“ დამარცხება შეგვიძლია. თუკი ამის რწმენა არ გვექნება, მაშინ რის უნდა გვჯეროდეს? ვიცით, რომ ასეთი დაპირისპირების მოგება, იოლი არ იქნება, თუმცა თებერვლამდე დიდი დროა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და კონკრეტულ მომენტს მომზადებული შევხვდეთ.

თუკი ისეთი ტურნირის მოგება გსურს, როგორიც „ჩემპიონთა ლიგაა“, საუკეთესო კლუბებთან უნდა იბრძოლო, „რეალი“ კი ერთ-ერთი გამორჩეულია.

წინ ბრწყინვალე მატჩები გველის, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ვართ.

რაც შეეხება 2018 წლის ოცნებებს, მინდა „ჩემპიონთა ლიგა“ და მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგო."

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „პსჟ“-ს პირველი დაპირისპირება, 14 თებერვალს მადრიდში ჩატარდება, ხოლო 6 მარტს, გუნდები პარიზში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები