Aa
Aa

"ბარსამ" "რეალს" უპასუხა - საჩემპიონო კორიდორი არ იქნება

მადრიდის "რეალმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და ხსენებული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

სამეფო კლუბს მომდევნო მატჩი "ელ კლასიკო" ელის, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

გუშინ, კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ "ბარსა" მატჩამდე მათ საჩემპიონო კორიდორს მოუწყობდა.

კატალონიელთა პასუხმაც არ დააყოვნა და "ბლაუგრანას" დირექტორმა გილერმო ამორმა შემდეგი განაცხადა: "ვულოცავთ "რეალს" ჩემპიონობას, მაგრამ გვინდა ერთი რამ ავღნიშნოთ - საჩემპიონო კორიდორს "ბარსა" მხოლოდ იმ ტურნირის გამარჯვებულს უკეთებს, რომელშიც თავადაც მონაწილეობს".

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 23 დეკემბერს მადრიდში შედგება და მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები