პიკე:
Aa
Aa

პიკე: "ვიცი რატომაც წავიდა ნეიმარი და მისი მესმის"

"ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ხერარდ პიკემ, პრესასთან საუბრისას ნეიმარის გუნდიდან წასვლის მომენტი გაიხსენა და ამის მიზეზი დაასახელა.

"ვიცი რატომაც დატოვა ნეიმარმა "ბარსელონა". მას ოქროს ბურთის მოგება სურს და პარიზში ამის მეტი შანსი ექნება, რადგან იქ გუნდის ლიდერის როლს მოირგებს. მე, როგორც მის მეგობარს, ეს გადაწყვეტილება მესმის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა მეწყინა ისევე როგორც მილიონობიტ ქომაგს, თუმცა ისიც ნათელია, რომ ყველა ფეხბურთელი მთელს კარიერას ერთ გუნდში ვერ გაატარებს".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "პსჟ"-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 4 თვის გასვლის შემდეგ, უკვე მიდის საუბრები, რომ ბრაზილიელი პარიზს დატოვებს და კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები