არგენტინის ჩემპიონატში პოლიციამ ფეხბურთელებს რეზინის ტყვიები ესროლა
Aa
Aa

არგენტინის ჩემპიონატში პოლიციამ ფეხბურთელებს რეზინის ტყვიები ესროლა

უბედური შემთხვევა დაფიქსირდა „დეფენსორსა“ და „სპორტივოს“ შეხვედრაში.

მეორე ტაიმში მასპინძლები 2:0 იგებდნენ, როდესაც სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა მთავარი არბიტრის ლეანდროს საცემრად გაიწიეს და იგი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.

ფეხბურთელები მსაჯს ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ, რის შემდეგაც მოედანზე არეულობა და ჩხუბი დაიწყო.

საქმეში პოლიციელები ჩაერივნენ და ყველაზე საინტერესო და ამ დროს მოხდა. იმის მაგივრად, რომ სამართალდამცველებს მოჩხუბრები გაეშველებინათ, მათ „სპორტივოს“ მოთამაშეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს.

ამის გამო, სამმა ფეხბურთელმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, ერთმა მათგანმა კი თვალი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები