მარკოიშვილის 18 ქულა და დრამატული მატჩი ევროთასზე
Aa
Aa

მარკოიშვილის 18 ქულა და დრამატული მატჩი ევროთასზე

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” ევროთასის მორიგ მატჩში ლიტვურ “ლიეტკაბელს” უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში ქართველი ლეგონერის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, 82:85 დამარცხდა. ეს გახლდათ ჯგუფური ეტაპის მე-8 ტურის მატჩი. ჯგუფში სულ 6 გუნდია, შესაბამისად 10 ტურია და მომდევნო ეტაპზე ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გადის.

მარკოიშვილის გუნდს 3 მოგება და 5 არცხი აქვს და მე-4 ადგილს თურქულ “გალათასარაისთან” იყოფს. რაც შეეხება გასულ მატჩს, ძალიან დაძაბული იყო და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაბრად მიმდინარეობდა. პანევეჟისელებს ულიდერა ვეტერანმა ლიტველმა კალათბურთელმა, კჟიშტოფ ლავრინოვიჩმა, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა.

18 ქულა დააგროვა მასპინძელთა ლიდერმა მანუჩარ მარკოიშვილმაც, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მატჩის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი – 35:40 წუთი გაატარა. მანუმ 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო და 18 ქულას 5 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. მარკოიშვილმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთიც 3-ჯერ დაკარგა. რეჯიოემილიელთაგან ასევე გამოირჩა იტალიის ნაკრების წევრი ამადეო დელა ვალე, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მებრძოლი “რეჯიო ემილია” მომდევნო, ბოლოსწინა ტურის მატჩს 20 დეკემბერს, იერუსალიმში, “ჰაპოელთან” გამართავს.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები