მენეზი „მილანის“ დატოვებას არ აპირებს
Aa
Aa

მენეზი „მილანის“ დატოვებას არ აპირებს

„მილანის“ ფრანგმა ფორვარდმა, ჟერემი მენეზმა იტალიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ისროსონერის“ რიგებში თავს მშვენივრად გრძნობს და კლუბის გამოცვლას არ აპირებს.

მილანშითავს მვშვენივრად ვგრძნობ. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის და ჯერ-ჯერობით კლუბის შეცვლას არ ვგეგმავ. ძალიან სასიხარულოა ისეთი გრანდის ინტერესი როგორიც "ლივერპულია", თუმცა მე "მილანში" დარჩენას ვამჯობინებ - განაცხადა მენეზმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მენეზი ახლოს იყო ლივერპულშიგადასვლასთან, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები