8 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულებულია - შტიოგერი:
Aa
Aa

8 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულებულია - შტიოგერი: "შეხვედრას ვაკონტროლებდით"

ბრემენის "ვერდერთან" საშინაო მარცხის შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი პიტერ ბოში გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად პიტერ შტიოგერი დანიშნეს, რომლის დებიუტიც წარმატებული გამოდგა.

მე-16 ტურში, "ბორუსიამ" სტუმრად "მაინცს" 2-0 სძლია და ბუნდესლიგაში 8 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

შტიოგერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩემი ამოცანა გახლავთ, რომ ფეხბურთელების ძლიერი მხარეები წინა პლანზე წამოვწიო და ისინი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. "მაინცთან" მატჩისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთ ჩავატარეთ და მატჩიც მოვიგეთ. მთელს შეხვედრას ვაკონტროლებდით და შეგვეძლო 3 ქულა უფრო ადრეც გაგვენაღდებინა. იყო ეპიზოდები, როცა კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდით".

ამ გამარჯვების შემდეგ "ბორუსიამ" 25 ქულა დააგროვა მე-4 პოზიციაზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები