არჩევნებამდე 1 საათით ადრე შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა
Aa
Aa

არჩევნებამდე 1 საათით ადრე შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა

როგორც ცნობილია, დღეს 13:00 საათზე კალათბურთის ფედერაციის არჩევნები გაიმართება.

არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე კი პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და თავისი კანდიდატურა მოხსნა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხეცურიანი არსებულ უსამართლო გარემოს ასახელებს. მისი თქმით, ამ მომენტამდე დელეგატების რაოდენობის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობდა.

შიო ხეცურიანის თქმით, კალათბურთის განვითარებაზე წინ ვიღაცების პირადი ინტერესები დგას.

აქვე გეტყვით, რომ პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა კახაბერ შენგელიამ თავისი კანდიდატურა შიო ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტობისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი პაატა გურასპაული რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები