Aa
Aa

"პსჟ" იანვარში მორიგ მეგატრანსფერს გეგმავს!

"პსჟ"-ს შეიხი მფლობელი ნასერ ალ ხელაიფი გუნდის შემადგენლობის სრულყოფილად დაკომპლექტებას განაგრძობს და მორიგ ხმაურიან ტრანსფერს უმიზნებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მილანის" 18 წლის გოლკიპერის ჯანლუიჯი დონარუმას გადმობირებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, იტალიელი გოლკიპერის პირადი აგენტი მინო რაიოლა პარიზელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და უახლესი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გავრცელდება.

როგორც მოგეხსენებათ, წელს "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს და აქედან გამომდინარე დონარუმას "პსჟ"-ს მაისურით ევროპის ყევლაზე პრესტიჟულ ტურინირზე გამოსვლა შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "როსონერის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 96 მატჩია, რომლიდანაც 33-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები