სერხიო რომერო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს
Aa
Aa

სერხიო რომერო კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს

როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი სერხიო რომერო კარიერას ინგლისის „პრემიერლიგაში“ გააგრძელებს.

მანჩესტერ იუნაიტედისოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ რომერომ "3+1" წესით გააფორმა კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა გუნდს. სერხიო რომეროს ბოლო კლუბი "სამპდორია" იყო. სერია - გასულ სეზონში, მან მხოლოდ ათი მატჩი ჩაატარა და ზაფხულში დატოვა გენუური კლუბი.

მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთ დიდ კლუბში თამაში ჩემთვის ნამდვილი ოცნებაა იყო. ლუი ვან გაალი შესანიშნავი მწვრთნელია და სულმოუთმენლად ველოდები თუ როდის დავიწყებ მუშაობას ჩემი კარიერის ყველაზე ამაღელვებელ მომენტში" - განაცხადა რომერომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები