დაცვაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედი - საბა კვირკველიას სტატისტიკა ევროპის ლიგაზე
Aa
Aa

დაცვაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედი - საბა კვირკველიას სტატისტიკა ევროპის ლიგაზე

საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" ევროპის ლიგაზე წარმატებით იასპარეზა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ბრწყინვალედ ითამაშა და ეს მის სტატისტიკაზეც აისახა.

ბოლო ტურში "ლოკომოტივმა" სტუმრად "ზლინს" 2-0 სძლია. ხსენებულ შეხვედრაში კვირკველიამ ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. მთლიანად ტურნირზე კი ჩაჭრებში მეორე პოზიცია დაიკავა. მან მეტოქის გადაცემა 63-ჯერ ჩაჭრა. საშუალოდ 90 წუთში 9.9-ჯერ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 42 შეხვედრაში 3 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები