MD: სეზონის დასრულების შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება
Aa
Aa

MD: სეზონის დასრულების შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა და სეზონის დასრულების შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული გრიზმანის სავარაუდო ნავთსაყუდელად "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელდებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებს" უარი განუცხადა და არჩევანი "ბლაუგრანაზე" გააკეთა.

ესპანური გამოცემების მტკიცებით, "ტლეტიკომ" და "ბარსამ" უკვე მოილაპარაკეს და 1 ივლისამდე კატალონიელები "როხიბლანკოს" ანგარიშზე 100 მილიონ ევროს გადარიცხავენ.

შგახსენებთ, რომ 26 წლის ანტუან გრიზმანი "ტლეტიკოს" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 178 შეხვედრაში 90 გოლი და 30 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები