„მანჩესტერ იუნაიტედი“ რონალდუს დაბრუნებას გეგმავს
Aa
Aa

„მანჩესტერ იუნაიტედი“ რონალდუს დაბრუნებას გეგმავს

მანჩესტერ იუნაიტედსსურს, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს. მათ მადრიდისრეალისგანკრიშტიანუ რონალდუს შეძენა სურთ. „მანკუნიანელებიამ საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ რონალდუსა დარეალისახალ მწვრთნელ რაფაელ ბენიტეს შორის უთანხმოება წარმოიშვა.

დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებშიმანჩესტერ იუნაიტედიანხელ დი მარიას „პარი სენ ჟერმენში“ გაყიდის. ამ ტრანსფერიდან ინგლისელები 60 მილიონი ევროს მიიღებენ, რომელიც რონალდუს ტრანსფერს მოხმარდება. გამომცემლობა „Manchester Evening“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები