Aa
Aa

"დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგაზე უცნაური რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა.

„ბორუსია“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალთან“ 2-3 დამარცხდა, რის შემდეგაც გერმანელები ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადავიდნენ. აღსანიშნავი კი ის გახლავთ, რომ პიტერ ბოშის გუნდს ამისთვის მხოლოდ 2 ქულის მოპოვება ეყო. ტურნირის არსებობის ისტორიაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში „დორტმუნდთან“ ერთად 2 ქულა კვიპროსულ „აპოელსაც“ ჰქონდა, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსის გამო მე-3 პოზიციაზე გერმანელები გავიდნენ.

გერმანული პრესის ვარაუდით, მალე ბოშს თანამდებობას დაატოვებინებენ და „დორტმუნდს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

იანვარში მწრვრთნელთან ერთად გუნდიდან წასვლას პიერ ემერიკ ობამეიანგსაც უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები