მესი:
Aa
Aa

მესი: "ფეხებში მცირე დაძაბულობას ვგრძნობ"..."თუ არ მოვუმატებთ მუნდიალზე შანსი არ გვექნება"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ლეო მესიმ პრესასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. არგენტინელმა სათადარიგოთა სკამზე დარჩენასა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კომენტარი გააკეთა.

"ვხვდები, რომ სეზონი საკმაოდ გრძელია და ზოგჯერ დგება მომენტი, როცა უნდა დაისვენო. მაგალითად, როდესაც ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩებია. წლები გადის და ვაცნობიერებ, რომ ხანდახან მოედანზე არგასვლა საუკეთესო ვარიანტია. ფეხებში მცირე დაძაბულობას ვგრძნობ ხოლმე და მწვრთნელიც მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მასვენებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სეზონის ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება და ძალების დაზოგვა საჭიროა. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, თუ არ მოვუმატებთ მუნდიალზე შანსი არ გვექნება".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩში, "იუვენტუსსა" და "სპორტინგთან" დაპირისპირებებისას ერნესტო ვალვერდემ მესი თადარიგში დატოვა და ლა ლიგის უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის დაასვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები