სილვიო ბერლუსკონი: ახალ სეზონში სულ სხვა „მილანს“ იხილავთ
Aa
Aa

სილვიო ბერლუსკონი: ახალ სეზონში სულ სხვა „მილანს“ იხილავთ

როსონერისპრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ გუნდში არსებული მდგომარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ახალ სეზონში სულ სხვამილანსიხილავთ. ჩვენ დავიბრუნებთ წამყვან პოზიციას იტალიურ ფეხბურთში. წინა სასეზონო სამზადისი ნორმალურად მიმდინარეობს და სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ გუნდი ახალ სეზონში განსხვავებულ ფეხბურთს აჩვენებს. მიხაილოვიჩი დიდებული პიროვნებაა, მჯერა რომ ის გუნდს სწორ გზაზე დააყენებს. მე ვენდობი მას და დარწმუნებული ვარ, რომ ის „მილანთანერთად დიდ წარმატებებს მიაღწევს. სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიურეთ და მაღალი დონის ფეხბურთელებიც დავიმატეთ, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კონკურენტუნარიანი გუნდი. მინდა ფეხბურთელებს წარმატებები ვუსურვო ჩინეთში, ვიმედოვნებ ტიფოზებს გაახარებენ და "ინტერსა" და "რეალს" დაამარცხებენ“ - დაასრულა ბერლუსკონიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები