ვისთან შეხვედრა სურს კლოპს მერვედფინალში? გერმანელის მოულოდნელი განცხადება
Aa
Aa

ვისთან შეხვედრა სურს კლოპს მერვედფინალში? გერმანელის მოულოდნელი განცხადება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დსკვნით ტურში "ლივერპულმა" მოსკოვის "სპარტაკი" 7-0 გაანადგურა და 1/8 ფინალში პირველი ადგილით გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "მერსისაიდელთა" თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბრისას პლეი-ოფში თავისთვის სასურველი მეტოქე დაასახელა.

"ამ სტადიაზე უკვე ყველა ძლიერი მეტოქეა და მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ შეგვხვდება, თუმა მე ყველაზე მეტად დაპირისპირება მადრიდის "რეალთან" მსურს და იმედი მაქვს ასეც მოხდება. რაც შეეხება "სპარტაკს", მოსკოველებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენი შეტევების შეჩერება ვერ მოახერხეს. შეხვედრის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტაბლოზე ასეთი შედეგი დაფიქსირდებოდა".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების კენჭისყრა 11 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები