რონალდუს ახალი რეკორდი
Aa
Aa

რონალდუს ახალი რეკორდი "ჩემპიონთა ლიგაზე"

"რეალის" ლიდერმა - კრიშტიანუ რონალდუმ, "ჩემპიონთა ლიგის" ახალი რეკორდი დაამყარა.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, გოლის გატანა, ტურნირის ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაში შეძლო, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

აქამდე ამ რეკორდთან ახლოს, ალესანდრო დელ პიერო (1995-96) და სერგეი რებროვი (1997-98) იყვნენ, რომლებმაც "ჩემპიონთა ლიგის" საწყის 5 ტურში გაიტანეს, თუმცა მეექვსეში - ვერა.

კრიშტიანუ რონალდუ, 114 გოლით, "ჩემპიონთა ლიგის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. იგი ლიონელ მესის, 17 გოლით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები