ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "6 თვე რონალდუსთვის საკმარისზე მეტი დროა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა Marca-სთან საუბრისას ქომაგები გააკრიტიკა და მათ კრიშტიანო რონალდუს მიმართ მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა.

"რონალდუ მეტ პატივისცემას იმსახურებს. კრიშტიანო იმდენად დიდია, რომ როცა მას გოლები ვერ გააქვს, ქომაგები უმალვე პანიკაში ვარდებიან და კრიტიკას იწყებენ. ვისაც "რეალი" ნამდვილად უყვარს იცის, თუ როგორ მუშაობს რონი. მან გასულ სეზონში ფენომენალურად იასპარეზა. ამ სეზონშიც ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. 6 თვე რონალდუსთვის საკმარისზე მეტი დროა".

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფორვარდს ცუდ ფორმაში ყოფნის გამო მადრიდული პუბლიკა ხშირად უსტვენს ხოლმე.

აქვე გეთყვით, რომ ზიდანს ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთება უკვე მეორედ მოუხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები