Telelombardia:
Aa
Aa

Telelombardia: "მილანი" შესაძლოა ისევ გაიყიდოს!..

მილანური ტელეარხის - Telelombardia-ს ინფორმაციით, ლი იონჰონმა, შეძენიდან 8 თვის შემდეგ, შესაძლოა, "მილანი" გაყიდოს.

"შავ-წითელთა" ყიდვით, არაბი შეიხი - ფავაზ ალჰოკაირი ინტერესდება, რომელმაც იტალიაში რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე განახორციელა.

მისი კომპანიის - Fawaz Abdulaziz Alhokair Group-ის კაპიტალით მიმდინარეობს, რომში არსებული შოპინგ ცენტრის - Pescaccio-ს რეკონსტრუქცია, რომელიც სამომავლოდ, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი შოპინგ ცენტრი იქნება.

Telelombardia ამბობს, რომ "მილანის" ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, სწორედ Fawaz Abdulaziz Alhokair Group-ის თანხებით საზრდოობს და "როსონერის" ახალი სტადიონის გეგმაც, აქედანაა გაწერილი.

აღნიშნული 2 პროექტი, რომელიც Fawaz Abdulaziz Alhokair Group-ს უკავშირდება, დაახლოებით 1.5 მილიარდად ფასდება.

რაც შეეხება ფავაზ ალჰოკაირს, მისი პირადი ქონება, Forbes-ის მონაცემებით, 1.23 მილიარდი ევროა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე კვირის წინ, "მილანის" ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა - სილვიო ბერლუსკონიმ, პრესასთან განაცხადა, რომ "როსონერის" ამჟამინდელ მფლობელებს ფინანსური პრობლემები აქვთ, თუმცა ამას არ ამჟღავნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები