„ბაიერნი“ მიულერის გაყიდვას არ აპირებს
Aa
Aa

„ბაიერნი“ მიულერის გაყიდვას არ აპირებს

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ გერმანიის ჩემპიონი არ აპირებს ტომას მიულერის გაყიდვას.

ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის თემა, რომელიც მზად არის 70 მილიონი ევრო გადაიხადოს მიულერის სანაცვლოდ, თუმცა "რეკორდმაისტერი" გუნდის კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვას არ აპირებს.

"ყოველგვარი აზროვნების უნარი უნდა დავკარგოთ, რომ ტომას მიულერი ტრანსფერზე დავაყენოთ, ეს გამორიცხულია!“ - განაცხადა რუმენიგემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები