სილვა მანჩესტერულ დერბის გამოტოვებს?
Aa
Aa

სილვა მანჩესტერულ დერბის გამოტოვებს?

„მანჩესტერ სიტის“ ლიდერმა - დავიდ სილვამ, შესაძლოა, მომავალ უქმეებზე გასამართი მანჩესტერული დერბი გამოტოვოს.

ამის შესახებ, პეპ გუარდიოლამ, გუშინ განაცხადა. მისი თქმით, სილვამ დისკომფორტი იგრძნო და ამ ეტაპზე, სათამაშოდ მზად არაა.

ესპანელი ვარსკვლავი, „ჩემპიონთა ლიგის“ მატჩისათვის, რომელშიც „სიტი“ სტუმრად „შახტარს“ შეხვდება, განაცხადში ვერ მოხვდა.

„იუნაიტედი“ და „სიტი“, 10 დეკემბერს, 20:30 საათზე, „ოლდ ტრაფორდზე“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები