რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთეს
Aa
Aa

რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთეს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რუსეთის ნაკრები, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთა.

ამის მიზეზი, მისი ოლიმპიური ნაკრების 25 წევრის მიერ, დოპინგ-ტესტის ჩაგდებაა. ათლეტთა ეს რაოდენობა, მთლიანად რუსეთის ოლიმპიური გუნდის, დაახლოებით მეათედია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ იმ რუს სპორტსმენებს, რომელთაც ორგანიზმში, აკრძალული პრეპარატი არ აღმოაჩნდათ, მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე, ნეიტრალურ ათლეტებად გამოსვლის საშუალება ექნებათ.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სამხრეთ კორეაში, 9-დან 25 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

ცხელი ამბები