ბენიტესი: რამოსი „რეალში“ დარჩება
Aa
Aa

ბენიტესი: რამოსი „რეალში“ დარჩება

მადრიდისრეალისმთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა. 55 წლის სპეციალისტის თქმით რამოსისამეფო კლუბსარ დატოვებს.

დიდ პატივს ვცემ ლუის ვან გაალს, თუმცა რამოსირეალშიდარჩება. სერხიო გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, იგი გუნდის კაპიტანია და მსურს კვლავრეალისთვისითამაშოს“ – აღნიშნა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია რამოსისმანჩესტერშიგადასვლის თაობაზე. 29 წლის ფეხბურთელისევილიასსაფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2005 წლიდან კი მადრიდისრეალისთვისთამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები