მასკერანო:
Aa
Aa

მასკერანო: "ბარსელონას წარმატებული პერიოდი დასასრულს უახლოვდება"

"ბარსელონას" არგენტინელმა უკანახაზელმა ხავიერ მასკერანომ Football Espana-სთან საუბრისას მოულოდნელი და ხმაურიანი გაცხადება გააკეთა.

"დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონას" წარმატებული პერიოდი დასასრულს უახლოვდება. ამას ვგრძნობ და ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ არ გეტყვით. რა თქმა უნდა, ჯერ ეს დრო არ დამდგარა, თუმცა უახლოეს მომავალში იქნება. ასეთი რამ ყველა დიდი კლუბის ხვედრია. როცა კონკრეტული წარმატებული ციკლი მთავრდება, მას მუდამ წარუმატებლობა მოსდევს, ეს ჩვეულებრივი რამაა".

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესა მასკერანოს "ბარსელონადან" წასვლას აანონსებს. არსებობს იმის შანსიც, რომ არგენტინელმა უნივერსალმა კატალონია ზამთარშივე დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ხავიერ მასკერანო "ბარსას" ღირსებას 2010 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 331 შეხვედრაში 1 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები