შჩესნი მომდევნო სეზონში „რომას“ ღირსებას დაიცავს
Aa
Aa

შჩესნი მომდევნო სეზონში „რომას“ ღირსებას დაიცავს

ლონდონის "არსენალისა" და პოლონეთის ნაკრების მეკარე ვოიცეხ შჩესნი კარიერას იტალიურ "რომაში" გააგრძელებს. ამის შესახებ "დეილი ტელეგრაფი" წერს. 25 წლის პოლონელი იტალიის დედაქალაქში მომდევნო სეზონს იჯარის წესით გაატარებს.

შჩესნიმ გასულ სეზონში "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ხოლო მას შემდგომ, რაც გუნდში პეტერ ჩეხი მივიდა, მისი ადგილი "ემირეითსზე" აღარ დარჩა.

შჩესნი "არსენალში" 2006 წლიდან ირიცხება, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. 2009-2010 წლების სეზონი კი იჯარით "ბრენტფორდში" გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები