ფორვარდი პრემიერლიგიდან -
Aa
Aa

ფორვარდი პრემიერლიგიდან - "მილანის" მორიგი სამიზნე ცნობილია!

"მილანი" ზამთარში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს. ჯენარო გატუზოს რამდენიმე მოთამაშის გაშვება და მათ ნაცვლად ახალი სახეების მიყვანა სურს.

"როსონერი" პირველ რიგში თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს, რადგან იტალიელთა ამჟამინდელი შეტევა ნაკლებადეფექტურია და ფანტაზიის ნაკლებობასაც განიცდის.

Goal-ის ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპული" დანიელ სტარიჯის გაშვებას გეგმავს.

ინგლისელ ფორვარდს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა სურს და ამას სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვერ გააკეთებს.

წყაროს ცნობით, იურგენ კლოპმა უკმაყოფილო სტარიჯს წასვლის უფლება მისცა და "მერსიაიდელები" მას ტრანსფერზე დააყენებენ.

ბრიტანული გამოცემა კი ამტკიცებს, რომ ინგლისელი ფორვარდის შეძენის მთავარი მსურველი "მილანია" და ორ გრანდს შორის შეთანხმების ალბათობა საკმაოდ დიდია.

წლევანდელ სეზონში 28 წლის სტარიჯს "ლივერპულის" მაისურით სულ 9 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები