ფერგი VS ბექჰემი: ბუცის სროლის ცნობილი ინციდენტი -
Aa
Aa

ფერგი VS ბექჰემი: ბუცის სროლის ცნობილი ინციდენტი - "იგი ჩემსკენ წამოვიდა და თან..."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდის ხმაში თავისი ყოფილი მწვრთნელის მიმართ ნაღვლიანმა ნოტამ გაიჟღერა.

ყველამ იცის მთელი სიმართლე დევიდ ბექჰემსა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის მოხდარი ბუცის სამარცხვინო ინციდენტის შესახებ.

ფერგიუსონმა 2003 წელს "არსენალთან" დამარცხების შემდეგ, გასახდელში დევიდ ბექჰემს სახეში ბუცი ესროლა და თვალთან იარა დაადო. 2013 წელს კი შოტლანდიელმა სპეციალისტმა თავის ბიოგრაფიულ წიგნში ხსენებული ინციდენტი განმარტა. მისი თქმით, ის ბექჰემის მიმართ იმედგაცრუებული იყო რადგან ის "რეალში" გადასვლას ლამობდა.

თავად ბექჰემმა კი ამ ინციდენტის თავისი ვერსია გაამხილა: "13 წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. ფერგი მატჩამდე გამოდიოდა და გვიყვებოდა, თუ როგორი მიზანი ჰქონდა ახალგაზრდობაში, რომელიც ახლა აღარ აქვს. თუმცა "არსენალთან" მატჩის შემდეგ, რომელშიც მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, დავრწმუნდი, რომ ის თავის მიზანზე მართალს ამბობდა. ფერგი  შემოვიდა გასახდელში და ჩვენ რამდენიმე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს. იგი ჩემსკენ წამოვიდა და თან ტანსაცმლის გროვა იატაკზე მოისროლა, სწორედ იქიდან ავარდნილი ბუცი მომხვდა. მაშინ დანამდვილებით მივხვდი, რამდენად ზუსტი იყო იგი ახალგაზრდობაში."

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი მადრიდის "რეალში" 2003 წელს გადაბარგდა. "იუნაიტედმა" მის ნაცვლად 25 მილიონი ფუნტი მიიღო, რომელიც ბონუსის სახით დამატებით 18 მილიონსაც ითვალისწინებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები