შენგელიას 18 ქულა და
Aa
Aa

შენგელიას 18 ქულა და "ბასკონიას" მიერ დამარცხებული მორიგი ლიდერი

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" საკუთარ დაბრაზში ერთ-ერთ ლიდერს კომპოსტელას "მონბუსს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 85-78 სძლიეს.

მატჩის დაძაბულად წარიმართა და "ბასკონიამ" გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მე-4 მეოთხედის მიწურულს მოიპოვა.

შენგელიამ მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 31 წუთში 18, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

ესპანეთის ჩემპიონატში "ბასკონია" 6 გამარჯვებითა და 4 მარცხით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები