თბილისის
Aa
Aa

თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის დინამოს ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბი სამმა ფეხბურთელმა დატოვა. კახა კაჭარავას გუნდიდან წასული, სამივე მოთამაშე უცხოელია. 

"დასრულებული სეზონის შემდეგ დინამოსთან კონტრაქტები უკრაინელ გოლკიპერს - სერგეი ლიტოვჩენკოს, უკრაინელ მცველს - ბოგდან მიშენკოს და ნიგერიელ მცველს - მოჰამედ ალიუს ამოეწურათ. ისინი უკვე დაემშვიდობნენ კლუბს. დინამო თბილისი მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში" - წერია "დინამოს" ოფიციალურ განცხადებაში

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები