ვენგერი : კაზორლა საშინელ მდგომარეობაშია
Aa
Aa

ვენგერი : კაზორლა საშინელ მდგომარეობაშია

ლონდონის „არსენალის“ შუახაზელი სანტი კაზორლა მძიმე მდგომარეობაშია. 2016 წლის ოქტომბერს, „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგ გამართულ  ჩემპიონთა ლიგის მატჩში ესპანელმა აქილევსის მყესის მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე რთული ოპერაცია გაიკეთა.

კაზორლასთვის კოშმარი მას შემდეგ დაიწყო რაც კოჭზე პირველი ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ფეხბურთელს სხვადასხვა დროს რვა!!! სხვადასხვა ოპერაციის გადატანა მოუხდა.

3 ოქტომბერს „არსენალის“ შუახაზელმა მარკას ინტერვიუ მისცა, სადაც მის მდგომარეობაზე ისაუბრა:

„ექიმმა მითხრა, რომ მადლობელი უნდა ვყოფილიყავი, თუ ბავშვთან ერთად ბაღში გავისეირნებდი. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჭრილობა ადვილად არ ხორცდებოდა, რის გამოც მასში ინფექცია იჭრებოდა.“

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მალე კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა ელის და მისი მოედანზე დაბრუნება შესაძლოა კვლავ დაუდგენელი ვადით გადაიდოს.

კაზორლას მდგომარეობაზე ესპანელი ექიმი მიკელ სანჩესი ზრუნავს, რომელიც ყველანაირად ცდილობს რომ ფეხბურთელი ფეხზე დააყენოს. ქირურგმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევა მის მრავალწლიან პრაქტიკაში არ ჰქონია.

„მან მითხრა, რომ აქილევსის მყესთან ძვალი იყო დაზიანებული და ამასთან ერთად ჭრილობაში ინფექცია იყო შეჭრილი.“

გუშინ ესპანელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ კიდევ ერთი ოპერაციის გადატანა მოუწევს და მისი დაბრუნება შესაძლოა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდოს.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე „მეთოფეების“ დამრიგებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„ეს საშინელებაა. ძალიან ვწუხვარ სანტის მდგომარეობის გამო. ის არის ადამიანი, რომელიც მთელ გუნდს უყვარს და პირადად მე მას ძალიან ვაფასებ.

კაზორლა ვარჯიშებს ყოველდღიურად ესწრება და კარგ ხასიათზეა, რადგან ფეხბურთი ძალიან უყვარს. რათქმაუნდა მისი არყოფნა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა წარმომიდგენია რამდენად რთულია ეს მისთვის.

მე მისი მომავალი ოპერაციის შესახებ მხოლოდ ინფორმაცია მომაწოდეს და დეტალები სამწუხაროდ ჯერ არ წამიკითხავს.  ექიმთან ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებ. იმედი მაქვს, რომ სანტი იანვარში დაგვიბრუდნება, როგორც ეს დაგეგმილი იყო“

შეგახსენებთ, რომ კაზორლას გარეშე მოთამაშე „არსენალმა“ შუა კვირაში „ჰადერსფილდს“ 5:0 მოუგო, მომდევნო გამოცდა კი „მეთოფეებს“ შაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები