კონტემ ბოდიში მოიხადა
Aa
Aa

კონტემ ბოდიში მოიხადა

 პრემიერლიგის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ თავკაცი ანტონიო კონტე, ოთხშაბათს „სუონსისთან“ მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული შეხვედრის 41-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ნილ სვორბრიკმა  „არისტოკრატების“ სასარგებლოდ კუთხური არ დანიშნა, რაზეც ანტონიო კონტე გაცხარდა და ჯერ მეოთხე არბიტრს შემდეგ კი მთავარ მსაჯს უყვირა. სვორბრიკმა იტალიელი არ დაინდო და მოედნიდან გააძევა.

ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე 48 წლის სპეციალისტმა ზემოთხსენებული ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა

„პირველი ტაიმის მიმდინარეობისას სუონსი ცდილობდა, რომ დრო გაეყვანა. მე ამის შესახებ მეოთხე არბიტრს რამდენჯერმე ვუთხარი. ამის მიუხედავად არაფერი შეიცვალა და სტუმრები თამაშის ხელოვნურად შენელებას აგრძელებდნენ. სწორედ ამაზე მქონდა მძაფრი რეაქცია და სამწუხაროდ ნერვები ვერ მოვთოკე.

ვწუხვარ, რომ ასე მოვიქეცი და ამის გამო ბოდიშს ვიხდი. იმ მომენტში თამაშში ბოლომდე ვიყავი ჩართული და შეცდომა დაუშვი.“ - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ „სუონსი“ ანტონიო რუდიგერის მიერ მეათე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და მესამე პოზიცია გაიმყარა. „არისტოკრატები“ პირველ ადგილზე მყოფ „სიტის“ 11 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები