შვაინშტაიგერი: „მანჩესტერს“ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავს
Aa
Aa

შვაინშტაიგერი: „მანჩესტერს“ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავს

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის „ბაიერნის“ გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი დაახლოებით ორი კვირის წინ „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდა. გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი აღფრთოვანებულიამანჩესტერ იუნაიტედისპოტენციალით.

უნდა გითხრათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა. დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრ ტიტულს მოვიპოვებთ. აქ ძლიერი დაცვის ხაზია, მაღალი კლასის მქონე მოთამაშეები, რომელთაც პირადად შეუძლიათ ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა. ასე, რომ პოტენციალი უდიდესია. რუნი? ის ნამდვილი ლიდერია მინდორზე. დიდი პატივია ასეთი ფეხბურთელის გვერდით თამაში. მისი ყოფნა გუნდში - ერთი-ერთი მიზეზია რატომაც გადმოვედი „მანჩესტერში“ - განაცხადა ბასტიან შვაინშტაიგერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები