Santander-მა ფერარისთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა
Aa
Aa

Santander-მა ფერარისთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა

ცნობილმა ესპანურმა ბანკმა სანტანდერმა იტალიურ ფერარისთან თანამშრომლობა შეწყვიტააღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ტვიტერში გაავრცელეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია კონტრაქტს არც ფორმულა ერთთან გააგრძელებს.

გავრცელებული ცნობის მიხედვით სანტანდერმა ჩემპიონთა ლიგასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც გაზეთი El Confidencial წერს, ესპანური ბანკი იტალიურ საჯინიბოს სპონსორობის სანაცვლოდ ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს უხდიდა. ფერარიში იმედი ჰქონდათ, რომ სანტანდერი თანამშრომლობას გააგრძელებდა, თუმცა ბანკის მმართველებმა კონტრაქტის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ სანტანდერი ფერარის გარდა ფორმულა ერთის ეტაპებსაც აფინანსებდა. 

ცხელი ამბები