ბერისოს ოპერაცია ჩაუტარდა - რა მდგომარეობაშია
Aa
Aa

ბერისოს ოპერაცია ჩაუტარდა - რა მდგომარეობაშია "სევილიას" მთავარი მწვრთნელი?

როგორც ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, "სევილიას" მთავარ მწვრთნელს ედუარდო ბერისოს ადრეული სტადიის პროსტატის კიბო დაუდგინეს.

დღეს კი ანდალუსიელთა ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არგენტინელ სპეციალისტს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რომელიც გართულებების გარეშე წარიმართა და წარმატებით დასრულდა.

ბერისოს წინ ხანგრძლივი და რთული სარეაბილიტაციო პროცესი ელოდება და ჯერჯერობით უცნობია იმუშავებს, თუ არა ის გუნდთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ედუარდო ბერისო "სევილიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. გასულ სეზონში მისმა გაწვრთნილმა "სელტამ" ევროპის ლიგის ნახევარფინალში გააღწია და "მანჩესტერ იუნაიტედთან" სენსაციის მოხდენამდე სულ ცოტა დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები