მოურინიომ ლუკაკუ დაიცვა - ჟოზეს მოულოდნელი და სახალისო კომენტარი
Aa
Aa

მოურინიომ ლუკაკუ დაიცვა - ჟოზეს მოულოდნელი და სახალისო კომენტარი

პრემიერლიგის მე-14 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "უოტფორდს" ესტუმრა და 4-2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა და საკმაოდ სახალისო კომენტარიც გააკეთა.

"ლუკაკუს რომელიმე სპორტულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება ესაჭიროება. სწორედ ამიტომ ითამაშა მან "უოტფორდთან" შავი ბუცებით. მას ახალი ხელშეკრულება სჭირდება, რომ კარგი შემოსავალი ჰქონდეს და შემდეგ, ის ძველებურად შედეგიანიც გახდება. ხუმრობის გარეშე, მან ჩინებული მატჩი ჩაატარა. მე, მას გამოუყენებელი მომენტების გამო ბრალს არასდროს დავდებ, რადგან რომელუ ჩინებული პროფესიონალი და ბრწყინვალე ფეხბურთელია, მას უფრო მეტს ვერ მოვთხოვ".

მოურინიომ საუბარი ლუკაკუს ბუცების თემით დაასრულა: "მის ხელშეკრულებას ბუცემის მწარმოებელ კომპანიასთან ვადა გაუვიდა და ის ახალ წინადადებას ელოდება".

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდის ანგარიშზე, პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში 8 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები