აზარი : ვარჯიშებზე ბოლომდე არ ვიხარჯები
Aa
Aa

აზარი : ვარჯიშებზე ბოლომდე არ ვიხარჯები

მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება ედენ აზარი, რომელსაც პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელი ფეხბურთელი პირველ ადგილზეა ვის წინააღმდეგაც ყველაზე მეტჯერ ჯარიმდებიან.

ლივერპულთან მატჩის შემდეგ „არისტოკრატები“ „სუონსისთან“ საშინაო მატჩისთვის ემზადებიან.

გასამართ მატჩამდე აზარმა პრესასთან თავის ფორმაზე ისაუბრა.

„ვუფრთხილდები თუ არა ჩემს თავს ვარჯიშებზე? დიახ, რათქმაუნდა.

სიმართლე რომ გითხრათ, ვარჯიშებზე ვცდილობ ბოლომდე არ დავიხარჯო და ორთაბრძოლებში შესვლასაც მაქსიმალურად ვერიდები. როდესაც ბაზაზე ფეხბურთს ვთამაშობთ, ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი ბოლომდე იხარჯება. მე კი ვცდილობ, რომ უფრო დავისვენო და აქცენტი უფრო ტექნიკის დახვეწაზე გავაკეთო. ჩვენ ძალიან ცოტა დასვენების დრო გვაქვს და სწორედ ამიტომ ვუფრთხილდები ჩემს თავს. მოედანზე კი მე ყველაფერს ვდებ იმისთვის, რომ გუნდმა მოიგოს.

ბელგიელმა ვინგერმა მის წინააღმდეგ უხეშად თამაშზეც ისაუბრა:

„რათქმაუნდა ცუდია, როდესაც შენს წინააღმდეგ ასე უხეშობენ. ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია და ამაზე ვერ ვიწუწუნებ. ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი სხეული გაძლიერდეს და ტონუსში ვიყო. ბედნიერი ვარ, რომ ჯანმრთელი ვარ და ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ."

მიმდინარე პრემიერლიგაში ლონდონის „ჩელსი“ 26 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და მეორეადგილოსან „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები