ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "მილანმა" მონტელა გაათავისუფლა!

იტალიური "მილანის" ოფიციალური საიტის ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელობამ, ვინჩენცო მონტელა, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"გვინდა, ვინჩენცო მონტელასა და მის შტაბს, გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადავუხადოთ. 

პირველი გუნდის მენეჯერი, ჯენარო გატუზო გახდება, რომელიც აქამდე პრიმავერაში მუშაობდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება". - ვკითხულობთ "მილანის" ოფიციალურ განცხადებაში.

ვინჩენცო მონტელა, მილანური გრანდის თავკაცის პოსტზე, 2016 წლის ივლისში დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები