Aa
Aa

მარკოიშვილი: "უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს მეტი თავისუფალი სასროლი მომენტი შევუქმნათ"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა სერბეთთან დღეს გასამართი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

"სერბებთან აქამდე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. პირველი ოფიციალური შეხვედრაა სერბეთთან და რთული თამაში იქნება.

მეტოქეს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ევროლიგის მოთამაშეები ბევრი არ ჰყავთ და NBA-ს კალათბურთელებიც არ ეყოლებათ, მაინც ძლიერი გუნდია, მით უმეტეს, სახლში თამაშობენ და გარკვეულწილად ფავორიტადაც ითვლებიან.

ჩვენ შეძლებისდაგვარად დავამუშავეთ ტაქტიკა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ და ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ მითითებებს, განსაკუთრებით, მაღალ კალათბურთელებთან და მსროლელებთან მიმართებაში.

თავდასხმაში უნდა ვეცადოთ, რომ  ერთმანეთს მეტი თავისუფალი სასროლი მომენტი შევუქმნათ, რაც შეიძლება კარგად გამოვიყენოთ სიტუაცია, სადაც მოგვეცემა შანსი, ბურთი ვისროლოთ და ამაზე იქნება, რა თქმა უნდა, მთელი თამაში დამოკიდებული".

შეგახსენებთ, რომ სერბეთი-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები