ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "არ ვამბობ, რომ მატჩი უნდა გადათამაშდეს, მაგრამ..."

Article written by Irakli Shavliashvili

ლა ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

ხსენებულ შეხვედრაში მორიგი კატასტროფული შეცდომა დაუშვეს და მესის მიერ გატანილი 100%-ანი გოლი გააუქმეს.

ამ ფაქტს კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გამოეხმაურა.

"არ ვამბობ, რომ მატჩი უნდა გადათამაშდეს, მაგრამ გოლი რომელიც არ ჩაითვალა აშკარა იყო. ამ შეცდომამ ჩვენ გვავნო და ეს მხოლოდ იმისთვის მოხდა, რომ გვერდითმა არბიტრმა არასწორი პოზიცია დაიკავა. მესის გოლის ჩათვლის შემთხვევაში შესვენებაზე დაწინაურებული ვიქნებოდით და შეხვედრა სხვა სცენარით წარიმართებოდა. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის თამაში გამარტივდებოდა".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის "მესტალიაზე" ნათამაშები ფრის შემდეგ სხვაობა კვლავ 4 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები