გერმანული სული - ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ,
Aa
Aa

გერმანული სული - ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ, "ბაიერნი" შეუჩერებელია

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ანდერლეხტს" სტუმრად 2-1 სძლია და ჰიანკესის მეთაურობით მორიგი მატჩი მოიგო.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც "რეკორდმაისტერი" ანჩელოტიმ დატოვა? მიუნხენურმა გიგანტმა იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ, ზედიზედ 9 მატჩის მოგება მოახერხა.

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ 5 მატჩი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე 3 და გერმანიის თასზე 1. მათი ბურთების ბალანსიც შთამბეჭდავია - 22-4-ზე.

ანჩელოტის თავკაცობით, მიუნხენელები არასტაბილურად გამოიყურებოდნენ და ბევრ გაუთვალისწინებელ ქულას კარგავდნენ. ჰაინკესმა კი გუნდს გერმანული სული დაუბრუნდა და მიუნხენელებს ფავორიტის სტატუსი დაუბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები