რონალდუს დაუჯერებელი შედეგი და უკან მოტოვებული მესი
Aa
Aa

რონალდუს დაუჯერებელი შედეგი და უკან მოტოვებული მესი

ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „აპოელის“ განადგურების (6-0) შემდეგ, მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამხო.

რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ლეო მესის ლიდერობა აართვა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „რეალის“ მაისურით 93 შეხვედრაში 98 გოლის გატანა შეძლო. „ბარსას“ მაისურით მესის ანგარიშზე კი 119 შეხვედრაში 97 გოლია.

ლიონელ მესი თავის შეხვედრას დღეს, ტურინში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს და შეეცდება, რომ ჯანლუიჯი ბუფონის კარი კვლავ აიღოს.

ტოპ 5 - ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების მიხედვით:

1. კრიშტიანo რონალდუ ("რეალი") - 93 მატჩი, 98 გოლი
1. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 119 მატჩი, 97 გოლი
3. რაული ("რეალი") - 130 მატჩი, 66 გოლი
4. ალესანდრო დელ პიერო ("იუვენტუსი") - 89 მატჩი, 42 გოლი
5. კარიმ ბენზემა ("რეალი") - 79 მატჩი, 41 გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები